პრემიუმ კლასის კორპორატიული ღონისძებები და თიმბილდინგი

Calypso Travel & Event

საქართველო სულიერებისა და მაღალი ზნეობის ქვეყანაა, ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს ოჯახური ღირებულებები და ტრადიციები. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ უანგარო სიყვარული, სწამთ მეგობრობის და ერთგულების. ჩვენ გენში ჩადებულია ნამდვილი ფილანტროპიის კოდი, მხოლოდ ასეთ ერს შეუძლია სიმღერა მთელი გატაცებით!


ჩვენს შესახებ

საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარდა MICE მიმართულების კომპანიები. მათგან განსხვავებით Calypso-ს მთელი რიგი განსაკუთრებული თვისება გააჩნია - ჩვენ ორგანიზებას ვუკეთებთ პრემიუმ კლასის ღონისძიებებს და ასევე ვგეგმავთ ინდივიდუალურ ტურებს. როდესაც ჩვენ ვახსენებთ "პრემიუმ კლასს" ვგულისხმობთ იმას, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომია ყველაფერი, თუნდაც კლიენტის მოთხოვნით რამოდენიმე საათში ვერტმფრენით მომსახურების უზრუნველყოფა. შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავხსნათ ნებისმიერი კარი და მოვიძიოთ ყველაზე არაორდინალური საგანი, რათა დავაკმაყოფილოთ კლიენტის ყველაზე დახვეწილი მოთხოვნა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ვაკეთოთ ის, რაც ჩვენამდე საქართველოში ჯერ არავის გაუკეთებია. შევქმნათ და განვახორციელოთ ყველაზე ამბიციური და ინოვაციური პროექტები. ჩვენ გვიყვარს საქართველოს ბუნება, მთები და ზღვა, ისტორია და კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო, სიმღერები და ცეკვები. ჩვენ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში გემოვნებით ვიყენებთ ამ რესურსებს. ნათელი მოვლენები, რომლებიც ბადებენ სასიამოვნო ემოციებს, გვავსებენ შთაბეჭდილებებით, გვმატებენ ძალას და ენერგიას ახალი მიღწევებისთვის. და, რაც მთავარია - სული, ყველაფერშია რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

კომპანიის პრეზენტაცია

კომპანიის ისტორია

2004
კალიფსოს დაბადება,
ახალი ჰორიზონტები
საწყისი კაპიტალი - $2000 და საერთაშორისო ბრენდის საქართველოს ბაზარზე გაყვანის გამოცდილება ტურიზმისა და ივენთ ინდუსტრიის სფეროში. ოთხი წლის განმავლობაში მოვემსახურეთ 92000 კლიენტს.
2008
ჯილდო აქტიურობისთვის ტურიზმისა და ივენთ ინდუსტრიის სფეროში
აშშ საელჩოს ჯილდო ნომინაციაში "აქტიური ხელმძღვანელი ტურიზმისა და ივენთ ინდუსტრიის სფეროში". International Visitor Leadership Program of the US Department of State. შედეგი - საკუთარი სამშობლოს მიმართ უსაზღვრო სიყვარულის გაცნობიერება.
2009
სახელმწიფო ღონისძიებების ორგანიზება
ოფიციალური ღონისძიებების რეალიზება სახელმწიფოს პირველი პირების მონაწილეობით. ქ. ბათუმის მერიის დაკვეთით საერთაშორისო კონფერენციის ორგანზება, ფესტივალების და მსხვილი ტურისტული კომპანიების გამოფენა.
2011
MICE საქართველოში
აქტიური სამუშაოების დაწყება საქმიანი წინადადებების მომზადებაში MICE ტურიზმის სფეროში ყველაზე მომთხოვნი კლიენტებისთვის და მათი ხელშეწყობა საქართველოს ფარგლებს გარეთ.
2013
საიმედო MICE პარტნიორი
საიმედო პარტნიორი წამყვან მოთამაშეებს შორის MICE სფეროში უკრაინიდან და რუსეთიდან.
2017
კონვენცია და საგამოფენო ბიურო
"საქართველოს კონვენციის და გამოფენების ბიურო"-ს წევრები. ბიურო ფიუნქციონირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ნაციონალური ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში.
2018
საუკეთესო MICE ტურისმის ორგანიზატორი
გავიმარჯვეთ ნომინაციაში "საუკეთესო მაის ტურიზმი" ნაციონალური პრემიის ფარგლებში “Welcome to Georgia”.
2020
 ВНУТРЕННИЙ РЫНОК ГРУЗИИ


Вдохни энергию в Команду! Вдохни энергию в Страну! Запуск  чемпионата "Золото Крепости" и создание аллеи Львов.

რით განვსხვავდებით?

პორტფოლიოს ყველაზე მაშტაბური და დასამახსოვრებელი პროექტები.

ჩვენ ერთადერთი MICE ტურიზმის კომპანია ვართ, რომელმაც სრულყოფილად გაუკეთა ორგანიზება პირველ ორ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას «BATUMI EXPO 2009 და 2010». ჩვენ შევიმუშავეთ გამოფენის კონცეფცია და სტილი, მოვიზიდეთ სპონსორები და დავპატიჟეთ სტუმრები, გავაქირავეთ საგამოფენო ფართი, ჩავატარეთ გახსნისა და დახურვის ცერემონიები, პრეზენტაციები, ექსკურსიები და ბოლოს, გამოფენა დავასრულეთ სადღესასწაულო გალა ვახშამით!

ჩვენი მიღწევები

პორტფოლიოს ყველაზე მაშტაბური და დასამახსოვრებელი პროექტები.

ჩვენ ერთადერთი MICE ტურიზმის კომპანია ვართ, რომელმაც 2011 წელს უმოკლეს ვადაში ააგო 84 მ სიგრძის ხიდი მტკვარზე, ხოლო 2014 წელს კი ჩაატარა ტესტ-დრაივი გემზე.

ჩვენ ავაგეთ საპრეზენტაციო კონსტრუქცია 3D Mapping ტექნოლოგიით, ვასწავლეთ ქართული სიმღერა, ცეკვა და კერძების მომზადება 145 უცხოელ სტუმარს. დაკიდეული ხიდის აგების დროს ჩავატარეთ თიმბილდინგი „ძალა ერთობაშია“.

გავუწიეთ ტექნიკური უზრუნველყოფა კონფერენციას, მოვახდინეთ გემის შემოსვლა ბათუმის პორტში, ავაგეთ ატრაქციონი „Roller Coaster“ (Американские Горки) და პროექტისთვის „გზა მწვერვალისკენ“ გადავკეტეთ ბათუმის პორტის ცენტრალური ნაწილი გემზე ტესტ-დრაივის ჩასატარებლად.

რით განვსხვავდებით?


2011 წლიდან ჩვენ ვაკმაყოფილებთ ჩვენი კორპორატიული კლიენტების სპეციფიურ მოთხოვნებს მათი მოღვაწეობის სფეროს მიხედვით.

გულწრფელად გვჯერა, რომ "ყველაფერი შესაძლებელია", ხოლო ჩვენი ფანტაზია კი უსასრულოა სასურველი შედეგის მისაღწევად.

რით განვსხვავდებით?

თიმბილდინგი "ციხესიმაგრის ოქრო"

2013 წელს ჩვენმა კომპანიამ პირველად საქართველოში ჩაატარა თამაში „ციხესიმაგრის ოქრო“ მსგავსად ფრანგული სატელევიზიო შოუსი „ფორტ ბოიარდ“. დღემდე ჩვენ ვათამაშეთ მსხვილი კომპანიების თანამშრომლები, როგორიცაა: Donstroy, ASUS, OMK. რუსული და უკრაინული ივენთ-კომპანიების დაკვეთით. თამაში „ციხესიმაგრის ოქრო“ საქართველოს კანონმდებლობით კომპანია Calypso-ს ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს.

ლეგენდის თანახმად ციხესიმაგრეში საგულდაგულოდ არის შენახული ციტადელის კალთაზე მცხოვრები ვაჭრების დანატოვარი განძი. XI საუკუნის არნახული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აყვავების პერიოდის სიმდიდრეს „ციხესიმაგრის ოქრო“ შეარქვეს. მხოლოდ ღირსეულს შეუძლია მისი გასაღების მოპოვება!

თეატრალიზებულ თამაშში „ციხესიმაგრის ოქრო“ მონაწილეობის მიღება დაუვიწყარი თავგადასავალია!

პრეზენტაცია "ციხესიმაგრის ოქრო"

საუკეთესო ახალი თიმბილდინგი CALYPSO-სგან:

"ზღვისპირა ციხესიმაგრის საიდუმლო"

გქონიათ ოდესმე შეხება მოჩვენებასთან?

უნიკალური და ექსკლუზიური გუნდური თავგადასავალი, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე ჯადოსნურ სუბტროპიკულ ტყეში, სადაც დარწმუნდებით რომ სამოთხეს აქვს ადგილი დედამიწაზე.

თქვენ დაგჭირდებათ გამბედაობა და გამძლეობა, გუნდში მუშაობის სურვილი და უნარი, რათა მიაგნოთ კლდეზე მდებარე ციხე-კოშკის საიდუმლოს, წარმოუდგენელი სიყვარულის ისტორიით.

პრეზენტაცია "ზღვისპირა ციხესიმაგრის საიდუმლოებები"

ჩვენ თქვენი ნატვრის თვალი ვართ

ყველაფერს გავაჩენთ რაც არ უნდა ინატროთ, სადაც არ უნდა იყოთ.

სწრაფად დაგიჯავშნით ავია და რკინიგზის ბილეთებს ნებისმიერი მიმართულებით, შემოგთავაზებთ კომფორტულ და უსაფრთხო ტრანსფერს მგზავრების ნებისმიერ რაოდენობაზე. შეგირჩევთ საუკეთესო სასტუმროებს, საკონფერენციო დარბაზებს, ასევე ივენთებისთვის ნებისმიერი დონის და სტილის სივრცეს. თქვენ მხოლოდ ისურვეთ!

განფასების პოლიტიკა

ჩვენ პრემიალურ სეგმენტში ვმუშაობთ, ეს იმას ნიშნავს რომ საუკეთესო ადგილებს ვირჩევთ და ვთანამშრომლობთ მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალებთან. ჩვენ ვაფასებთ ნდობას და კომპეტენტურობას ყოველდღურ საქმიანობაში და იგივეს ვითვალისწინებთ თანამშრომლების შერჩევისას, ამავდროულად ძალიან მოქნილები ვართ გადაწყვეტილებების მიღების დროს

კალიფსოს კლიენტები

ვინ გვანდო ჩვენ პროექტები?

კალიფსოს ტოპ 5 მიღწევა MICE სფეროში:

საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის წევრები

გავიმარჯვეთ ნომინაციაში "საუკეთესო მაის ტურიზმი" ნაციონალური პრემიის ფარგლებში “Welcome to Georgia”

პარტნიორები AБT-ACTE Russia (რუსეთის ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია) – უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაცია ბიზნეს ტურიზმის სფეროში რუსეთისა და დსთ-ს მასშტაბით

გავიმარჯვეთ "International MICE Geography Show"-ზე ვირტუალურ ტენდერში ნომინაციაში "საუკეთესო ვიდეო კონცეფცია ღონისძიების მოწყობა თიმბილდინგით" მსხვილი დამკვეთისათვის, მათი გაყიდვების განყოფილების თანამშრომლებისთვის აქტუალური კონცეფციის გაცნობისთვის ახალი პროდუქტის წინსვლის ხელშეწყობისათვის.

"საქართველოს კონვენციის და გამოფენების ბიურო"-ს წევრები. ბიურო ფიუნქციონირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ნაციონალური ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში

კონტაქტი

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოყვანილი ფორმით
მისამართი მარი ბროსეს №2,
თბილისი 0108 საქართველო
 ბიზნეს ცენტრი «Opera Residence»
სამუშაო საათები ორ. – პრ.: 10:00 - 19:00